18 აბი სუბოტექსი - თათარაშვილს პატიმრობა შეეფარდა 18 აბი სუბოტექსი - თათარაშვილს პატიმრობა შეეფარდა />


  17:41:38     17-03-2017

18 აბი სუბოტექსი - თათარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

a63852.jpg

დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული მიხეილ თათარაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

მისი მეგობარი, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, რომელიც არაერთ სისხლიან ისტორიაში ფიგურირებს და ადვოკატები კი, აცხადებენ, რომ საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევებია.

პრეზიდენტის სიძის თქმით, დაკავების მომენტში რიკოთის უღელტეხილზე ის თათარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ დაკავებიდან ორი დღის შემდეგ გაიგო, რომ სახელმწიფო ბრალდება მას 18 აბი სუბოტექსის შენახვას ედავებოდა. თათარაშვილი ირწმუნება, რომ საქმეში არსებული ნარკოტიკული ნივთიერება მას არ ეკუთვნის.

თუმცა, გამოძიება აცხადებს რომ დაკავებულის დანაშაული უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება.

თათარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილი აქვს წაყენებული, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

0

ავტორი: