10:13:42     19-04-2011
იტალიური პაშტეტი
მასალა: ღორის ღვიძლი – 500 გრამი, ღორის ხორცი – 100 გრამი (რბილი ნაწილი), ლორი – 700 გრამი, ხახვი – ნახევარი თავი, გარეცხილი, დამარინადებული სარდინები – 20 გრამი, მარილი – 2 ჩაის კოვზი, სუნელები, პილპილი – გემოვნებით, ცოტა რძე, კვერცხი – 1 ცალი, ხორბლის ფქვილი – 2 ჩაის კოვზი.
ღვიძლი დავჭრათ და ჩავყაროთ მდუღარე წყალში. მომზადებული ღვიძლი გავაციოთ და ხორცსაკეპში გავატაროთ ღორის ხორცთან და ლორის ნახევართან ერთად. მიღებული ფარში ერთმანეთში ავურიოთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სარდინები, თუ გვსურს, სუნელები, ცოტა რძე, ფქვილი და ათქვეფილი კვერცხი. ფორმაში მოვათავსოთ ლორის თხელი ნაჭერი, ამოვავსოთ ფარშით და ზემოდანაც დავაფაროთ ლორის მეორე თხელი ნაჭერი. მოვათავსოთ პაშტეტი ქურაში, 30–40 წუთის განმავლობაში. მომზადებული პაშტეტი გავაციოთ, დავჭრათ პორციებად და თეფშზე გავაფორმოთ ბოსტნეულით და მწვანილით.
0