22:23:22     16-03-2017
ესპანური მედია: მადრიდის პოლიციის სამმართველოში ქართველების ნაქურდალი ნივთების გამოფენაა
მადრიდის პოლიციის სამმართველოში ქართველების მიერ ნაქურდალი საიუველირო ნივთების „გამოფენაა“. 600-მდე ნივთი მთელი მარტის განმავლობაში იქნება გამოფენილი. მისი დათვალიერება, ამოცნობა და დაბრუნება ყველა იმ დაზარალებულს შეუძლია, რომელიც 2016-2017 წლებისას გაქურდეს.
ესპანეთის პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისთვის და ძარცვისთვის 48 პირი დააკავა, მათ შორის იყვნენ ქართული მაფიის წევრებიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია 40-მდე ძარცვაზე.
გამოძიება გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებულ ყველა ქართველ პირს კრიმინალური წარსული ჰქონდა.
წყარო: lavanguardia.com
0