18:15:05     16-03-2017
ესპანეთში 48 ქართველი დააკავეს - მათ ბრალი ბინების ძარცვაში ედებათ
ესპანეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი ე.წ. „ქართული მაფიის“ წევრები არიან. ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ერთდროულად მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესსა და ბარსელონაში ჩატარდა, 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს.
ესპანეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ დაკავებულებს ბრალი ედებათ ბინებისა გატეხვასა და გაძარცვაში, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ახორციელებდნენ.
0