13:21:14     16-03-2017
სალათა ბროკოლით და ბარდით
ბროკოლი 400 გ
გაყინული ბარდა 1 ჭიქა
გახეხილი ყველი პარმეზანი 1/3 ჭ
პიტნის ფოთლები
ლიმონის წვენი 2 ს.კ
ლიმონის ცედრა 1 ს.კ
ზეითუნის ზეთი 1-2 ს.კ
ბარდა მოწალეთ მდუღარემარილიან წყალში სამი წუთით, შემდეგ ჩაამატეთ დანაწევრებული ბროკოლი და კიდევ 3 წუთი ხარშეთ. გადაწურეთ, გადაიტანეთ სასალათეში, დაამატეთ ცედრა, პიტნა, ზეთი, ყველი და ლიმონის წვენი. მარილი და პილპილი გემოვნებით.
სამარხვო ვარიანტში ყველი შეგიძლიათ გამოტოვოთ ან შეცვალოთ ნივრიანი გახუხული პურის ნაჭრებით.
0