მჟაუნას სუპი მჟაუნას სუპი />


  13:16:50     16-03-2017

მჟაუნას სუპი

a63779.jpg

საქონლის ხორცი 500 გ

ხახვი 1 თავი

სტაფილო 1 ცალი

ტკბილი წიწაკა 1 ცალი, პატარა

პამიდორი 2 ცალი

კარტოფილი 4 ცალი

მჟაუნა 1-2 კონა

მარილი და პილპილი

მოხარშული კვერცხი
არაჟანი
ხორცი დავჭრათ, დავასხათ წყალი (დაახლ. 1.5 ლ) და წამოვადუღოთ. მოვხადოთ ქაფი.  ვხარშოთ სანამ ხორცი დარბილდება. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი და განვაგრძოთ ხარშვა.

პარალელურად, ტაფაზე მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო. დავამატოთ პამიდორი. ვშუშოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ ჩავამატოთ ქვაბში. დავამატოთ ასევე დაჭრილი მჟაუნა (უხეში ღეროები მოვაცილოთ) და დაჭრილი ოხრახუში. თუ წვნიანი ძალიან სქელია, წყალი დავამატოთ. წამოვადუღოთ 1-2 წუთი და გამოვრთოთ ცეცხლი. დავამატოთ მარილი და პილპილი. რამდენიმე წუთი სუპი დუღილს განაგრძობს და ეს დრო მჟაუნასთვის სრულიად საკმარისია, რათა დარბილდეს, მაგრამ არ ჩაიშალოს.

მზა წვნიანი გადავიღოთ თეფშებზე, დავამატოთ მოხარშული კვერცხი და არაჟანი. 0

ავტორი: