ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი რულეტი ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი რულეტი />


  13:13:28     16-03-2017

ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი რულეტი

a63778.jpg

შედედებული რძე 1 ქილა

კვერცხი 2 ცალი

ფქვილი 1 ჭიქა

სოდა 1/2 ჩ/კ

მწიკვი მარილი

ლიმონის წვენი 1/2 ჩ/კ

ხაჭო, დაბალცხიმიანი 200 გ

დარბილებული კარაქი 4 ს/კ

შაქრის პუდრა 2 ს/კ

კურაგა 100 გ

1. ათქვიფეთ ღრმა ჯამში კვერცხი და შედედებული რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. სოდა ააქაფეთ ლიმონის წვენით და ჩაუმატეთ კვერცხისა და შედედებული რძის მასას.

3. დაუმატეთ მწიკვი მარილი და თანდათაონობით ფქვილი.

4. აურიეთ ყველაფერი თხელი ცომის მიღებამდე.

5. მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ პერგამენტდაფენილ და ცხიმწასმულ ლითონის ფირფიტაზე.

6. შედგით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

7. ახლა შეგიძლიათ გულსართის მომზადებას შეუდგეთ. დარბილებულ კარაქს შეაზილეთ შაქრის პუდრა და კარგად ათქვიფეთ.

8. ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, პატარა ულუფებით დაუმატეთ ხაჭო.

9. მიღებულ ხაჭოს მასას დაუმატეთ დაჭრილი კურაგა.

10. თანაბრად გაანაწილეთ ხაჭოს გულსართი გამომცხვარ ბისკვიტზე და დაახვიეთ რულეტივით.

კარგი იქნება, თუ დესერტს რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსებთ.  0

ავტორი: