სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს />


  11:33:26     16-03-2017

სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს

a63760.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა.

ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, ელექტრონული მოწყობილობა  „სიმ-ბოქსის“ საშუალებით ხორციელდებოდა საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარის გარდაქმნა ადგილობრივ ზარად და მომხმარებელზე ამ ფორმით მიწოდება, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე. ამგვარი ქმედება, ფინანსურ ზიანს აყენებდა ქართულ სატალეფონო კომპანიებს და სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე აფერხებდა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას. 

საგამოძიებო სამსახურის მიერ ქალაქ ბათუმსა და ქალაქ თბილისში, სხვადასხვა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია 10 ერთეული ელექტრონული მოწყობილობა „სიმ - ბოქსი“.  აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. დანაშაული 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

0

ავტორი: