საბურთალოზე, ზურაბ ჟვანიას მოედანთან, ერთ-ერთ რესტორანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი მოქალაქე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ასევე სამი ადამიანი. დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლები. მიმდინარეობს რესტორნის პერსონალის დაკითხვა. მომხდართან დაკავშირებით შსს-ში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ რესტორნის ადმინისტრაციაშიც.