შსს ე.წ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის შსს ე.წ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის />


  11:18:26     09-03-2017

შსს ე.წ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის

a63453.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. შესაბამის წინადადებაზე საუბარი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. 

შეხვედრაზე წარადგინეს მომდევნო 4 წლის ეროვნული სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები. ისინი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ სტრატეგიამ გაითვალისწინა მთელი ის თანამედროვე გამოწვევები, რაც ორგანიზებული დანაშაულის კუთხით არის მსოფლიოში და ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე ახალი მიმართულება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

0

ავტორი: