ყაჩაღური თავდასხმის დროს მარტვილში ერთი ქალბატონი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს ყაჩაღური თავდასხმის დროს მარტვილში ერთი ქალბატონი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს />


  10:02:20     09-03-2017

ყაჩაღური თავდასხმის დროს მარტვილში ერთი ქალბატონი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

a63451.jpg

ყაჩაღური თავდასხმის დროს მარტვილის რაიონში ერთი ქალბატონი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

შემთხვევა სოფელ ნაგვაზაოში გვიან ღამით მოხდა. რამდენიმე ნიღბიანი, შეიარაღებული პირი ჩიხლაძეების სახლში შეიჭრა და ხანდაზმული დები აწამა.

წინასწარი ინფორმაციით, დებიდან ერთ-ერთმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ის მოკლეს. მეორე ქალბატონი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა სახლიდან თანხის ან სხვა რამის წაღება.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

0

ავტორი: