10:56:34     18-04-2011
სალათა “სოკო”
მასალა: მოხარშული კარტოფილი – 6 ცალი, მოხარშული კვერცხი – 4 ცალი, მჟავე კიტრი – 2 ცალი, პომიდორი – 2 ცალი, მაიონეზი – 1 ჩაის ჭიქა, ლიმონის წვენი – 1 სუფრის კოვზი, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით.
კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ ლიმონის წვენი და, თუ გვსურს, ორი სუფრის კოვზი მაიონეზი. სალათა მოვათავსოთ თეფშზე, შუაში კოვზით გავაკეთოთ ჩაღრმავება, მოვათავსოთ მოხარშული კვერცხი და დავასხათ მაიონეზი. პომიდორი გამოვჭრათ რგოლისებურად, დავაფაროთ კვერცხის ზედა ნაწილს და მაიონეზით წერტილები გავუკეთოთ. სალათა გავაფორმოთ მწვანილით.
0