16:23:01     08-03-2017
დაკავებული დეკანოზის ადვოკატები პროკურატურას ვიდეოს დამონტაჟებაში ადანაშაულებენ
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების თქმით, მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია.
"გაავრცელეს "შორენას დაბრედვა". გაავრცელონ დეკანოზის მიერ ნათქვამი მამა გაბრიელის სიტყვები. საზოგადოება მიხვდება, რომ დაბრედვაზე საუბარი არ არის", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
"დაჭრეს, ამოიღეს, წინა უკან და უკანა წინ გადაიტანეს, შეკითხვაზე პასუხი და პასუხზე შეკითხვა მოჭრეს. ყველამ დაინახა, რომ ციანიდი არ უყიდია. არავის მოკვლას არ აპირებდა. არსად ამბობს, რომ თანამდებობას მიიღებდა. თანამდებობაზე საუბარს ირაკლი მამალაძე იწყებს", - აცხადებს გიორგი ფანცულაია.
მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა.
0