10:45:20     18-04-2011
მარტივი სალათა
მასალა: კიტრი – 2 ცალი, ბოლოკი – 1 შეკვრა, ლიმონი – 1 ცალი, ყველი – 100 გრამი, კამა, ოხრახუში – რამდენიმე ღერო, მარილი – გემოვნებით.
კიტრი დავჭრათ მრგვალად. ბოლოკი გავწმინდოთ, დავჭრათ და მოვასხათ ლიმონის წვენი. თეფშის ცენტრში მოვათავსოთ ბოლოკი, მის გარშემო – კიტრი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, ცოტა მარილი. სალათა ზემოდან გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი კამით და ოხრახუშით.
0