17:32:17     07-03-2017
სასწრაფოდ: მკვლელობა ჩაქუჩით
„პირველ მარტს თბილისში, ისრაელიდან 75 წლის ქართველი ებრაელი ჩამოსულა, 2 მარტს, ის ჩაქუჩის თავში ჩარტყმით მოუკლავთ და მისი პლასტიკური ბარათიდან 2000 აშშ დოლარი მოუხსნიათ“, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი და სამართალდამცავთა ლიგის ერთერთი ლიდერი, ზაზა ჭაია.
შეგახსენებთ რომ ბოლო დროს გახშირებული მძიმე დანაშაულის ფაქტების შესახებ საზოგადოება წუხილს უკვე ღიად გამოხატავს, თუმცა, მინისტრი მღებრიშვილი ჯიუტად ირწმუნება რომ „ყველაფერი რიგზეა“.
0