17:27:46     07-03-2017
ყაჩაღობა ზუგდიდში - შეიარაღებული პირები ოჯახს თავს დაესხნენ
ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე წუხელ ოჯახი დააყაჩაღეს. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახში 2 ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომლებმაც 2000 ლარი და ძვირფასეულობა წაიღეს. თავდასხმისას ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
შსს-ში განაცხადეს, რომ საქმე სსკ-ის 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დამნაშავეთა დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან დაყაჩაღებული ოჯახის წევრები.
0