სამხედრო ბაზაზე დაჭრილი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა სამხედრო ბაზაზე დაჭრილი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა />


  15:53:11     01-03-2017

სამხედრო ბაზაზე დაჭრილი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა

a63145.jpg

სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა, რომელიც, გუშინ, უფლისციხის სამხედრო ბაზაზე დაიჭრა, კვლავ მძიმეა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლი.ჯი" ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის უფლისციხის სამხედრო ბაზაზე განწესში მყოფმა, სამხედრო მოსამსახურე ბ.შ-მ, მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

როგორც ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადეს, ჯარისკაცი საყარაულო კოშკზე იმყოფებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟმად, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

მომხდარის შესახებ დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები. ის დასავლეთ საქართველოდანაა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკლელობის მცდელობას გულისხმობს. 0

ავტორი: