სამხედრო მოსამსახურემ იარაღიდან გასროლის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო სამხედრო მოსამსახურემ იარაღიდან გასროლის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო />


  08:52:28     01-03-2017

სამხედრო მოსამსახურემ იარაღიდან გასროლის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო

a63118.jpg

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის უფლისციხის სამხედრო ბაზაზე განწესში მყოფმა, სამხედრო მოსამსახურე ბ.შ-მ, მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, - ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა.

საავადმყოფოში იმყოფება თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები. მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

0

ავტორი: