პარმანტე კარტოფილით პარმანტე კარტოფილით />


  10:31:19     16-04-2011

პარმანტე კარტოფილით

a5007.jpg

მასალა: 3 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, 3 ჩაის ჭიქა კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, 1 ჩაის ჭიქა კუბიკებად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი, მწვანილი – გემოვნებით, 3 ჩაის ჭიქა ქათმის ბულიონი, 1 ცალი კვერცხის გული, 1 ჩაის ჭიქა 10 %-იანი ნაღები.

 

თავდახურულ ქვაბში, კარაქში მოვათავსოთ კარტოფილი და ხახვი და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ, ერთხელ ან ორჯერ მოვურიოთ. დავასხათ ქათმის ბულიონი, ჩავამატოთ მარილი, დაფნის ფოთოლი, პილპილი და ნელ ცეცხლზე 30 წუთი ვადუღოთ. შემდეგ ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი. ავთქვიფოთ კვერცხის გული ნაღებთან ერთად და ჩავამატოთ წვნიანში, თან გამუდმებით ვურიოთ. მოვაყაროთ მარილი და სუფრაზე მიტანისას ჩამავატოთ დაჭრილი მწვანილი.

0

ავტორი: