სალათა “პიერი” სალათა “პიერი” />


  10:28:28     16-04-2011

სალათა “პიერი”

a5006.jpg

მასალა: ახალი კიტრი – 30 გრამი, პომიდორი – 30 გრამი, ბოლოკი – 15 გრამი, სალათის ფურცლები – 15 გრამი, წითელი წიწაკა – 20 გრამი, ხახვი – 10 გრამი, ზეთისხილი – 10 გრამი, მარცვლოვანი ხიზილალა – 20 გრამი, შაქარი – 2 გრამი, ზეითუნის ზეთი – 20 გრამი, ნახევარი ლიმონის წვენი, მოხარშული კვერცხის გული – 1 ცალი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

 

კიტრი დავჭრათ მრგვალად, მოვაყაროთ მარილი და მაცივარში 1 საათი გავაჩეროთ. დავჭრათ პომიდორი, ხახვი, წიწაკა, ბოლოკი და სალათა. ზეთი, ლიმონის წვენი, შაქარი, მარილი, შავი პილპილი, დაქუცმაცებული კვერცხის გული ერთად მოვათავსოთ და ავთქვიფოთ. ბოსტნეულს მოვასხათ მომზადებული სოუსი, ავურიოთ და გადავიტანოთ სასალათეზე. სალათა გავაფორმოთ მარცვლოვანი ხიზილალით, ზეთისხილით და სალათის ფურცლებით.

0

ავტორი: