ვაშლის ნამცხვარი ვაშლის ნამცხვარი />


  10:27:20     16-04-2011

ვაშლის ნამცხვარი

a5005.jpg

მასალა: ხორბლის ფქვილი – 1 ჩაის ჭიქა, კვერცხის გული – 2 ცალი, საფუარი – 1 ჩაის კოვზი, გამდნარი კარაქი – 2 სუფრის კოვზი, ლუდი – 1 ჭიქა, ვაშლი – 6 ცალი, შაქარი – ნახევარი ჩაის ჭიქა, შაქრის ფხვნილი – 2 სუფრის კოვზი, მარილი – გემოვნებით, ზეთი – 1 ჩაის ჭიქა.

 

ფქვილი გავცრათ, დავამატოთ კვერცხის გულები (2 ცალი), საფუარი, კარაქი, მწიკვი მარილი და ავურიოთ. დავასხათ ლუდი და თან ვურიოთ. ცომი თბილ ადგილას მოვათავსოთ. ვაშლი გავთალოთ, ამოვაცალოთ გულები, შემდეგ მრგვალად დავჭრათ და შაქარი მოვაყაროთ. ცილა ავთქვიფოთ და ლუდის ცომს დავუმატოთ. ქურაში შევწვათ ვაშლი, შეწვისას მოვასხათ ცომი და გამოვაცხოთ. როდესაც მზად იქნება, ზემოდან შაქრის ფხვნილი მოვაყაროთ.

0

ავტორი: