რას აცხადებს გუშინ ლილოს ბაზრობიდან გატაცებული ბიზნესმენი? რას აცხადებს გუშინ ლილოს ბაზრობიდან გატაცებული ბიზნესმენი? />


  17:25:31     27-02-2017

რას აცხადებს გუშინ ლილოს ბაზრობიდან გატაცებული ბიზნესმენი?

a63060.jpg

ლილოდან გუშინ გატაცებული ბიზნესმენი პირველ კომენტარს აკეთებს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ბიზნესმენის თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფი 6 ადამიანისგან შედგებოდა და გამოძიება ამ წუთებში კიდევ ერთი პირის დაკავებაზე მუშაობს. ბიზნესმენისთვის მისი გატაცების მოტივი გაუგებარია. მისივე თქმით, გამტაცებლებიდან ვერცერთი ვერ ამოიცნო, ამიტომ ვარაუდობს, რომ ბრალდებულები გამოძალვის მიზნით დაესხნენ თავს.

"იმედის" ცნობით, გამოძიებამ 5600 ლარი ნივთმტკიცებად გუშინვე ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციის შედეგად ჯამში 5 პირი დააკავა, მათ მძევლის ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.


0

ავტორი: