11:08:48     15-04-2011
“Radiohead” – ის ალბომი და მომლოდინე თაყვანისმცემლები
“Radiohead” – ის ერთერთმა წევრმა ედ ობრაიანმა უარყო ხმების იმის შესახებ, რომ ჯგუფი ალბომ “The King of Limbs” – ის გაგრძელების გამოშვებას აპირებს. ამის შესახებ “ბიბისი რადიო 6” იტყობინება.
“The King of Limbs” ჯგუფის, ჯერჯერობით, უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარია. ალბომი გაყიდვაში 2011 წლის თებერვალში გამოვიდა. ჩანაწერის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 37 წუთს შეადგენს. ალბომი რვა ტრეკისაგან შედგება. სწორედ ამიტომ, თაყვანისმცემლებმა ჯგუფს მისი გაგრძელების ჩაწერა შესთავაზეს.
თუმცა, როგორც ობრაიანმა განაცხადა, ალბომის გაგრძელება არ იქნება. “ჩვენ სხვა სიმღერებზე ვმუშაობთ, მაგრამ ისინი ჯერ არ დაგვისრულებია. ამჟამად, არ გაქვს მზად შვიდი-რვა ახალი, დასრულებული ტრეკი, რომ ალბომის გამოშვება ასე უცებ, ან თუნდაც შემოდგომისთვის შევძლოთ,” – განაცხადა მუსიკოსმა.
0