10:16:27     15-04-2011
ძროხის ხორცი პრასით
მასალა: ძროხის ხორცი (რბილი ნაწილი) – 600 გრამი, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ნიახური – 1 ღერო, პრასი – 200 გრამი, კომბოსტო – 1 პატარა თავი, ხახვი – 200 გრამი, თალგამი – 100 გრამი, სტაფილო – 200 გრამი.
ხორცი ჩავჭრათ შუაში და რულეტივით დავახვიოთ. მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ხარშვისას ჩავუმატოთ დაჭრილი თალგამი, სუნელები და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. ჩავაყაროთ ხახვი და სტაფილო, შემდეგ დანარჩენი ბოსტნეული და 30 წუთი გავაგრძელოთ ხარშვა. ნახარში წვენი ცალკე გადავიღოთ, თეფშზე კი მოვათავსოთ ნაჭრებად დაჭრილი ხორცი, მცირე რაოდენობით ბულიონი მოვასხათ და გარნირად შემოვუწყოთ ბოსტნეული. 0