სასწრაფოდ: ნუცუბიძეზე დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს სასწრაფოდ: ნუცუბიძეზე დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს />


  01:35:45     15-02-2017

სასწრაფოდ: ნუცუბიძეზე დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

a62593.jpg

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. 

როგორც გარდაცვლილების მეზობლები აცხადებენ, დედა-შვილი ბოლო ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მათ კარის გასაღებად სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს.

ადგილზე მისულ მაშველებს დედა-შვილი გარდაცვლილი დახვდათ. 

შსს-ის ცნობით, პირველადი დათვალიერებით, ცხედრებზე დაზიანების კვალი არ აღინიშნება. დედა-შვილის გარდაცვალება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. 

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

0

ავტორი: