23:00:35     13-02-2017
ვაგზლის მოედანზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ვაგზლის მოედანზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ახალგაზრდა ბიჭს ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0