13:59:06     10-02-2017
ყაჩაღობა ვარკეთილში - მძარცველი სურსათის მაღაზიას თავს დაესხა
ყაჩაღობა მოხდა ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში. თავდამსხმელმა სურსათის მაღაზია დააყაჩაღა. გავრცელებული ინფორმციით, მაღაზიის სალაროდან წაღებულია 1000 ლარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, მძარცველი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია თანხაც. გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
0