ჯონ ნიკოლსონმა, აშშ-ის მხარდამხარ ბრძოლისათვის, საქართველოს მადლობა გადაუხადა ჯონ ნიკოლსონმა, აშშ-ის მხარდამხარ ბრძოლისათვის, საქართველოს მადლობა გადაუხადა />


  12:23:50     10-02-2017

ჯონ ნიკოლსონმა, აშშ-ის მხარდამხარ ბრძოლისათვის, საქართველოს მადლობა გადაუხადა

a62391.jpg

ავღანეთში ნატო-ს ძალების ხელმძღვანელმა, აშშ-ის არმიის გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა ამერიკის მხარდამხარ ბრძოლისათვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის სენატრის შეიარაღებული ძალების კომიტეტში სიტყვის გამოსვლისას ნიკოლსონმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს და განაცხადა, რომ ლიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.

ნიკოლსონმა სენატორებს თალიბანთან ბრძოლის დეტალებიც გააცნო.

გენერლის თქმით, 2015 წელთან შედარებით, თალიბანი 15%-ით მეტ ტერიტორიას აკონტროლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს რუსეთმა თალიბანის აქტიური მხარდაჭერა დაიწყო, რადგან, მოსკოვის მტკიცებით, თალიბანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის:

"რუსეთი თალიბანის ლეგიტიმაციას ცდილობს. ის ამბობს, რომ თალიბანი ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის, ავღანეთის მთავრობა კი - არა. ეს მცდარი განცხადებაა. ავღანეთის მთავრობა ISIS-თან ბრძოლაში წარმატებულია".

ნიკოლსონის თქმით, ამერიკის უმთავრესი ამოცანაა, ავღანეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები ადგილზე გაანეიტრალოს, რათა შეერთებული შტატები მორიგი თავდასხმებისგან დაიცვას. 0

ავტორი: