პროდუქტების გაძვირებას საქსტატიც ადასტურებს - ფასებთან ერთად უმუშევართა არმიაც იზრდება პროდუქტების გაძვირებას საქსტატიც ადასტურებს - ფასებთან ერთად უმუშევართა არმიაც იზრდება />


  11:28:05     10-02-2017

პროდუქტების გაძვირებას საქსტატიც ადასტურებს - ფასებთან ერთად უმუშევართა არმიაც იზრდება

a62388.jpg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის იანვარში ტრანსპორტი, სურსათი და სასმელები ისევ გაძვირდა.

მეტიც: 2016 წლის იანვართან შედარებით, ფასებმა უკვე 4 %-ით მოიმატა.

საქსტატის მონაცემებით, ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტზე - 7.2% ით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე - 6.2%,-ით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 4.2%. ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 22,4 %.

კვლავ გაძვირდა ხილი 8,9 %,-ით , რძე, ყველი, კვერცხი, ასევე ზეთი და ცხიმი - 3,1 %.

ხოლო თევზეული 2,8 %,-ით, ხორცისა და ხორცის პროდუქტები კი - 2,5 %,-ით.

ამას ემატება საწვავის მკვეთრად გაძვირებაც, რომელსაც სამწუხაროდ თითქმის შეუქცევადი ხასიათი აქვს.

პარალელურად კი, ხელისუფლებამ სახელმწიფო სტრუქტურებიდან ათასობით ადამიანი დაითხოვა, რომლებიც უკვე შეუერთდნენ უმუშევართა არმიას.

სამაგიეროდ კი, მთავრობამ ყოფილი დეპუტატები, მათ შორის ზვიადაური, ცაგარეიშვილი, ნიშნიანიძე და სხვები სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაასაქმა. მათი დასაქმების ერთადერთი კრიტერიუმი პარტიული ლოიალობა გახდა.

[I=1]ამ საყოველთაო კრიზისის, უმუშევრობის, გაუფასურებული ლარისა და მასობრივი სიღარიბის ფონზე კი, ცინიკურად ჟღერს პრემიერ კვირიკაშვილის ფრაზა, რომელიც მან ცოტა ხნის წინ წაროთქვა: 

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ!“.

0

ავტორი: