10:07:39     14-04-2011
შემწვარი ხორცი ფრანგულად
მასალა: ღორის ხორცის რბილი ნაწილი – 1 კგ, ტკბილი წიწაკა – 1 ცალი, პომიდორი – 1 ცალი, ხახვი – 1 თავი, ნიორი – 2 კბილი, ღია ფერის ლუდი – ნახევარი ჩაის ჭიქა, თეთრი, ნახევრადმშრალი ღვინო – 2 ჭიქა, ფუნთუშა – 4 ცალი, ზეითუნის ზეთი – 6 სუფრის კოვზი, მწვანე სალათის ფოთლები – 16 ცალი, ხორბლის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი, დაჭრილი ოხრახუში – 1 სუფრის კოვზი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
წიწაკა და ნიორი წვრილად დავჭრათ, ხახვი - რგოლებად. მომზადებული ბოსტნეული ცხიმის ნაწილში 5 წუთის განმავლობაში მოვხრაკოთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი პომიდორი და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ლუდი, ღვინო, ჩავამატოთ მარილი და თავდაუხურავად ვადუღოთ, ვიდრე სითხის ნახევარი არ დარჩება. ბოლოს ჩავამატოთ ფქვილი და დაჭრილი მწვანილი. ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და დარჩენილ ზეთში შევწვათ, ოქროსფერის მიღებამდე. ფუნთუშები ნახევრად გავჭრათ, თითოეულ ნახევარზე მოვათავსოთ მწვანე სალათის ფოთოლები, შემდეგ ხორცი, ბოსტნეული და დავასხათ სოუსი.
0