10:05:50     08-02-2017
404 ათას 250 ლარი საგანელიძეს და შესაძლო კორუფცია საპარტნიორო ფონდში

„საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ანაზღაურება ნაჩვენები არ არის.
თუმცა, 2016 წლის ხარჯებში დავით საგანელიძეს საშემოსავლო გადასახადი 80 850 ლარი აქვს მითითებული.
შესაბამისად, სავარაუდოდ, მისი წლიური ანაზღაურება 404 250 ლარი უნდა იყოს, რაც თვეში დაახლოებით 33 ათასი ლარია“, - წერს სოციალურ ქსელში იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ამირან ძოწენიძე.
საპარტნიორო ფონდი ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა.
თუმცა, მისი საქმიანობა ბოლომდე გამჭვირვალე ამ დრომდე არაა.
საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, ერთერთი ყველაზე მდიდარი ჩინოვნიკი, დავით საგანელიძე თავს იწონებდა ივანიშვილის მეგობარი მილიარდელის - მაშკევიჩის მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვით, რაც საბოლოოდ ბლეფი აღმოჩნდა.
მეტიც: მიუხედავად იმისა რომ მაშკევიჩთან ასოცირებულ კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონები იქით დაახარჯეს, დღემდე არც მათი ინვესტიციები უნახავს ვინმეს და არც ე.წ. იაფი „ჯენერალ მედიკამენტები“.
ოპოზიციაში კი ვარაუდობენ, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასა და შესაძლო კორუფციასთან და ამ საქმეზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება.
თუმცა, როგორც ჩანს, პროკურატურაში, ჯერჯერობით არ სცალიათ.
0