21:20:41     07-02-2017
"მეორე ჯგუფის ინვალიდს სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა - გთხოვთ, დაეხმაროთ!"

ინტერნეტ მომხმარებელი მაგდალენა არსენიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"თხოვნით მოგმართავთ, დავეხმაროთ რუსუდან კვინიკაძეს.
მინდა მოგიყვეთ ერთ სასოწარკვეთილ ადამიანზე, რუსუდან კვინიკაძეზე,რომელიც ცხოვრობს ქუთაისში და არის მე–2 ჯგუფის ინვალიდი,50 წლისაა,აქვს ეპილეფსია,ამის გამო დაენგრა ოჯახი,ქმარმა სანამდე შეუღლდებოდნენ იცოდა მის ავადმყოფობაზე,მაგრამ მიზეზი მაინც ეს იყო,დედ–მამის სახლში ძმისშვილი არ ღებულობს,სამსახურს არ თაკილობს,მაგრამ მისი მდგომარეობა ყველგან ხელს უშლის,ახლა ცხოვრობს ნაქირავებში,აქვს ავადმყოფობის 100 ლარი,50 ლარს ქირაში იხდის და 50 ლარი რაში იკმაროს,წამალში თუ საჭმელში,თურქეთში იყო და იქიდანაც გამოუშვეს,მაგრამ იმედით დაბრუნდა,რადგან უთქვამთ შენი ავადმყოფობა აქ იკურნებაო.არის ისეთი პრეპარატები,რომ შეგიმსუბუქდება მდგომარეობაო,მე გთხოვთ ამ ადამიანის დახმარებას,ყველამ ერთად გავიღოთ მინიმალური და მივცეთ რუსუდანს საკუთარი ჭერი თავზე და მკურნალობის საშუალება.იმედი მაქვს გამიგებთ,ამისათვის სულ მცირე 20 000 დოლარი იქნება საჭირო.ანგარიში გავუხსენით თიბისი ბანკში.ანგარიშსწორების ანგარიში – GE54TB7102245061100039
მიმღები:ვერა არსენიძე".
0