17:23:29     07-02-2017
სირიის ციხეში საიდუმლოდ ჩამოხრჩობილი 13 000 ადამიანი
უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ინფორმაციით, სირიაში, ბაშარ ალ ასადის სასტიკ რეჟიმს 13 ათასი ადამიანი შეეწირა.
საუბარია არა საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპულებზე, არამედ სირიის ციხეებში ჩამოხრჩობილ პატიმრებზე.
ორგანიზაციის ინფორმაცია მრავალწლიან კვლევასა და 84 მოწმესთან, მათ შორის ადვოკატებთან, ციხის თანამშრომლებთან და მოსამართლეებთან, ინტერვიუს ეყრდნობა.
ჩამოხრჩობილთა უმრავლესობა მოქალაქეა, რომელიც ციხეში ხელისუფლების საწინააღმდეგო შეხედულების გამო მოხვდა.
"ის საშინელება, რომელიც ამ ანგარიშშია ასახული, ფარდას ხდის იმ მონსტრულ და ფარულ კამპანიას, რომეშლიც სირიის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ" - აცხადებს Amnesty-ის ბეირუთის ოფისის კვლევების დირექტორი ლინ მაალუფი.
ანგარიშის მიხედვით, დაკავებულებს ყალბი სასამართლო ასამართლებდა და ისინი იყვნენ თუ არა დამნაშავეები ან აღიარებდნენ თუ არა დანაშაულს, ციხეში მიდიოდნენ.
"ამ სასამართლოს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა კანონის უზენაესობასთან" - წერია მოწმეზე დაყრდნობით Amnesty-ის ანგარიშში.
აღნიშნულთან დაკავშირებით სირიის მთავრობას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
0