ზუგდიდში გამვლელებმა ქუჩაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს
ზუგდიდში, რკინიგზის სადგურთან, გურამიშვილის ქუჩაზე დღეს დილით ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამვლელებმა აღმოაჩინეს. თვითმხილველებმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილს წელს ქვემოთ ნახევრად შიშველია, თუმცა პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.
ცხედარს ქუთაისში, ექსპერტიზა ჩაუტარდება. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0