ჯორჯ მაიკლის “სამეფო” კომპოზიცია ჯორჯ მაიკლის “სამეფო” კომპოზიცია />


  10:31:42     13-04-2011

ჯორჯ მაიკლის “სამეფო” კომპოზიცია

a4910.jpg

ჯორჯ მაიკლი პრინც უილიამის და ქეით მიდლთონის ქორწილისათვის სიმღერას დაწერს. ამის შესახებ მომღერალმა საკუთარ მიკრობლოგზე, ტვიტერზე განაცხადა.

 

რამდენიმე დღის წინ, ჯორჯ მაიკლმა, ტვიტერის საშუალებით, მკითხველებს თხოვნით მიმართა, შეეთავაზებინათ მისთვის რომანტიული და ამაღელვებელი სიმღერების ვარიანტები, რომლიც წარსულში სხვადასხვა კომპოზიტორების მიერაა შექმნილი. მან აღნიშნა, რომ აპირებს იმ კომპოზიციის ქავერ ვერსიის შექმნას, რომელიც უილიამის და მისი საცოლისათვის შესაფერისი იქნება.

 

მოგვიანებით, მომღერალმა პუბლიკას აუწყა, რომ ჩაწერას უკვე იწყებს, მაგრამ რომელ სიმღერაზე შეაჩერა არჩევანი, არ დაუკონკრეტებია.

 

მაიკლმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სახელწოდების პირველი სიტყვაა”You” და ორიგინალი 70-იან წლებში, გენიოსების მიერაა შექმნილი. ჯორჯ მაიკლი ვარაუდობს, რომ სიმღერის ჩაწერას, რომელიც მის საშინაო სტუდიაში მიმდინარეობს, ხვალ დაასრულებს.
0

ავტორი: