15:18:17     31-01-2017
შემცირებული იმპორტ-ექსპორტი და ქართულ ბაზარზე დომინირებული რუსული პროდუქტი

ეკონომიკური ხასიათის მორიგი საგანგაშო ინფორმაცია ხდება ცნობილი. 2016 წლის ანალიზის მიხედვით, შემცირებულია როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი და რეექსპორტი.
მეტიც, პირველად, 2005 წლის შემდეგ, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი (2016 წელს) რუსეთი გახდა. აქედან მინიმუმ ის ჩანს, თუ როგორ ეტრფის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ყველაზე არასტაბილურ და ოკუპანტ ქვეყანას.
იხილეთ ციფრები.
„2016 წელს, 2015 წელთან შედარებით:
• იმპორტის მოცულობა შემცირებულია 0.5%-ით;
• ექსპორტის მოცულობა შემცირებულია 4.1%-ით, მათ შორის, რეექსპორტის მოცულობა შემცირებულია 19.6%-ით და მისი წილი მთლიან ექსპორტში 21.6%-ია;
• რუსეთი გახდა #1 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტში, პირველად 2005 წლის შემდეგ;
• თურქეთი კვლავ #1 იმპორტიორი ქვეყანაა“, - ნათქვამია PMCG-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიუხედავად ასეთი ნეგატიური მონაცემებისა, რომელსაც ღრმა ეკონომიკური კრიზისი, გაზრდილი ფასები და კიდევ უფრო მეტად გაღარიბებული ამომრჩეველიც ემატება, პრემიერი კვირიკაშვილი და მისი არაკომპეტენტური ეკონომიკური გუნდი აცხადებს რომ „ყველაფერი კარგადაა“.
0