10:23:23     13-04-2011
რძის სუპი ნივრით
მასალა: რძე – 1 ლიტრი, კვერცხის გული – 2 ცალი, კარაქი – 50 გრამი, ნიორი – 4 კბილი, ნაღები – ნახევარი ჩაის ჭიქა, მუსკატის კაკალი, მარილი,– გემოვნებით.
ნიორი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ, ღია მოყავისფრო ფერის მიღებამდე. რძე ავადუღოთ, ჩავაყაროთ მარილი და კიდევ 15 წუთი ნელ ცეცხლზე გავაჩეროთ. კვერცხი კარგად ავთქვიფოთ ნაღებთან ერთად, დავასხათ ნივრისა და რძის ნარევი და ავადუღოთ. ჩავამატოთ მუსკატის კაკალი. ცეცხლიდან რომ გადმოვდგავთ, 5 წუთი თავდახურული გავაჩეროთ. 0