"მის სამყარო 2016" "მის საფრანგეთი" გახდა. 24 წლის ირის მიტინერი (Iris Mittenaere) 86 კონკურსანტს შორის მოახერხა გამარჯვების მოპოვება. დაჯილდოვების საღამო, რომელიც ფილიპინებზე, ქალაქ მანილაში გაიმართა შოუმენ სტივ ჰარვისა და მოდელ ეშლი გრემს მიჰყავდათ. პირველი ვიცე მისი ჰაიტის, მეორე კი კოლუმბიის წარმომადგენელი გახდა.
საუკეთესო ნაციონალური კოსტიუმისთვის კი პრიზი მიანმარის წარმომადგენელს გადაეცა.
აღსანიშნია,რომ "მის სამყარო 2016"-ზე პირველად წარსდგა წარმომადგენელი სიერა ლეონედან.
მის სამყარო "2016"-ზე საქართველოს "მის საქართველო 2015" ნუკა ყარალაშვილი წარადგენდა.
0