10:18:17     13-04-2011
ლიბიელი ამბოხებულები იარაღს ითხოვენ
ლიბიელი ამბოხებულები მუამარ კადაფის რეჟიმთან საბრძოლველად იარაღს ითხოვენ. ამის შესახებ გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა, აბდელ ჰაზიფ გუგამ განაცხადა. ოპოზიციამ რიგ ქვეყნებს საჭირო სამხედრო და ტექნიკური აღჭურვილობის სია წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ ამბოხებულებმა, ქვეყნის დასავლეთ რაიონებში პირველ წარმატებებს მიაღწიეს. მისურატის დამცველებმა ერთი სექტორის გათავისუფლება და ქალაქის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესება შეძლეს.
ამბოხებულები ბოლო დროს ნატოსაც აკრიტიკებენ და კადაფის წინააღმდეგ უფრო აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდობენ. როგორც ცნობილია, ნატოს ჯარები, სამხედრო ობიექტების განადგურების მიზნით, ლიბიის მიმართულებით ყოველდღიურად ათეულობით სამხედრო ფრენას ახორციელებენ.
თუმცა, კადაფის ჯარი ბრძოლისუნარიანობას მაინც ინარჩუნებს და ოპოზიციის ძალების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. რევოლუციონერებს კი მიაჩნიათ, რომ ნატოს და დასავლეთის ეს დახმარება მათი გამარჯვებისათვის არასაკმარისია. 0