ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების რიცხვი გაიზარდა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების რიცხვი გაიზარდა />


  10:17:11     13-04-2011

ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების რიცხვი გაიზარდა

a4902.jpg

2011 წლის განმავლობაში, ავღანეთში დაღუპული სამხედროების რიცხვმა 120-ს მიაღწია. ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან.

 

120-ე დაღუპული ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ძალების უსაფრთხოების განყოფილების ჯარისკაცი გახდა, რომელიც კვირას, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოკლეს. მისი ეროვნება, ჯერჯერობით, არ ხმაურდება.

 

სამხედრო ძალების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე ადგილობრივ ტერორისტებთან საომარი შეტაკებისას დაიღუპა. როგორც ცნობილია, ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში აშშ-ის და ბუნდესვერის ჯარისკაცები მსახურობენ.

 

მთლიანობაში, მიმდინარე 2011 წელს, ავღანეთში მოკლულ იქნა 85 ამერიკელი, 15 ბრიტანელი და 20 ჯარისკაცი და ოფიცერი სხვადასხვა ქვეყნებიდან. უცხოური სამხედრო კონტიგენტი ქვეყანაში, დღეისათვის დაახლოებით 152 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის.
0

ავტორი: