სად გაქრა „ჰუმანითი ჯორჯია“ - ხელისუფლების და მაშკევიჩის მორიგი ბლეფი? სად გაქრა „ჰუმანითი ჯორჯია“ - ხელისუფლების და მაშკევიჩის მორიგი ბლეფი? />


  15:55:49     27-01-2017

სად გაქრა „ჰუმანითი ჯორჯია“ - ხელისუფლების და მაშკევიჩის მორიგი ბლეფი?

a61731.jpg

ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, ბიზნესმენ მაშკევიჩის „ჰუმანით ჯორჯიას“ საქართველოში მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ინფორმაცია ამის შესახებ ზარ-ზეიმით დააანონსა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ.

თუმცა, არც მილიარდიანი ინვესტიცია უნახავს ვინმეს და აღარც რუსეთში გამდიდრებული მაშკევიჩი, რომელიც მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული თბილისში და გვარიანადაც მოალხინეს რესტორან „წისქვილში“.

გახსოვთ, ალბათ, „ჰუმანითი ჯორჯიას“ აქტიური რეკლამირება ტელევიზიებსა თუ ქუჩებში. პროექტს, ნახევრად არალეგალურად, დიდ პროპაგანდას უწევდა ჯანდაცვის სამინისტროც. საქმეში ჩართული იყო პირადად მინისტრი სერგეენკოც.

თუმცა, ე.წ. „ჯენერალ მედიკამენტების“ თემა დაიხურა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ჰუმანით ჯორჯიას კი, დავალიანების გასტუმრების პრობლემა შერჩა...

"როგორ იწრთობოდა ფოლადი"

[I=2]მაშკევიჩისა და „ჰუმანითი ჯორჯიას“ პროექტის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებამ, თავის დროზე ქართული ფარმაცევტული კომპანიები აანერვიულა.

ცხადია, როცა ბაზარზე ხელისუფლების არალეგალური მმართველის, მილიარდელ ივანიშვილის მილიარდელი მეგობარი შემოდის, ჩვენნაირ ქვეყანაში სანერვიულო მართლაც უნდა ჰქონოდა ბიზნესს.

თუმცა, თუ ასე უკვალოდ დაიკარგებოდა მაშკევიჩის ინვესტიციები და ქართული ფარმაცევტული ბაზრის გამრავალფეროვნების იდეაც, ამას, სავარაუდოდ, თვით სერგეენკოც ვერ წარმოიდგენდა.

მეტიც, საკითხავია, სად გაქრა 700 ათასი დოლარი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტმა „ჰუმანით ჯორჯიას“ გადაურიცხა რჩევებისათვის და რაში გამოიყენა 10 მილიონიანი სესხი ამავე კომპანიამ, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიერ გადახდილი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან აორთქლდა?

მწვავე კითხვებზე, რომელიც „ჰუმანითი ჯორჯიას“ გაუმჭვირვალე საქმიანობიდან და შეუსრულებელი გეგმებიდან გამომდინარეობს, ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო ჯერჯერობით ვერ პასუხობს.

[I=3]არადა, როცა ბოლო წლებში კიდევ უფრო მეტად გაღარიბებულ ქვეყანაში მილიარდიან ინვესტიციას ელოდები და ამ დროს პირიქით ხდება - იქით ზარალდება ქვეყნის ბიუჯეტი, დაგვეთანხმებით რომ კარგი იქნება, თუ მინისტრი ამ თემაზე სასაუბროდ თავისი ძვირფას დროს გამონახავს.

თუმცა, სერგეენკოს გარდა, კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით საგანელიძესაც, რომელიც პირადად მასპინძლობდა არც თუ დადებითი რეპუტაციის მქონე მაშკევიჩს თბილისსა თუ მის რესტორნებში.

ბატონი საგანელიძე აცხადებს რომ "პროექტი" გაყინულია იქამდე, ვიდრე მისი განახლების საჭიროებას სახელმწიფო არ დაინახავს. 

0

ავტორი: