12:29:50     27-01-2017
"თუ ბედისწერაა, რომ უნდა დაიღუპო, ჯობია, ბრძოლის ველზე"
"ჩემთვის დიდი შოკი იყო, რომ ასე მოხდა, მაგრამ თუ ბედისწერაა, რომ უნდა დაიღუპო, ჯობია, ბრძოლოს ველზე, ვიდრე ასე ცხვარივით რომ დაგკლავენ", - ეს განცხადება ქართველმა ვიცე პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ უკრაინის ციხიდან გათავიუსფლების შემდეგ რუსთავი 2-თან საუბისას გააკეთა.
"რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც საქართველოს შეიარაღებული ჯარების ოფიცერი ვარ, მთავრობაში ხალხი მიდის-მოდის, საქართველო მაინც დარჩება და სანამ შემიძლია, სადაც არ უნდა იყოს - დღეს უკრაინაა, ხვალ აფრიკა შეიძლება იყოს, მე ყველგან ვიქნები იქ, სადაც ბრძოლა იქნება რუსეთის წინააღმდეგ", - აღნიშნა ცერცვაძემ.
0
ავტორი: