09:59:57     27-01-2017
ნიღბიანებმა ინკასაციის მანქანა გაძარცვეს
მორიგი კრიმინალური ფაქტი, ამჯერად ქუთაისში - გაძარცვულია ინკასაციის მანქანა.
არაოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებული ნიღბიანი პირები ინკასაციის მანქანას ევდოშვილის ქუჩაზე დაესხნენ თავს და გაძარცვეს.
თუმცა, რა რაოდენობის თანხა წაიღეს ნიღბიანებმა, ჯერჯერობით უცნობია.
მძიმე კრიმინალური შემთხვევების პარალელურად კი, შს მინისტრ მღებრიშვილის მტკიცება დანაშაულის მკვეთრად შემცირების შესახებ, უკიდურესად არადამაჯერებელია.
0