გიორგი გასვიანის ცემისა და მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს გიორგი გასვიანის ცემისა და მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს />


  09:53:05     27-01-2017

გიორგი გასვიანის ცემისა და მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

a61700.jpg

ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემისა და მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი. სამივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სამიდან ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელია და სამსახურიდან სწორედ, გიორგი გასვიანის ცემის გამო გაათავისუფლეს. 

შემთხვევა ბორჯომში მოხდა. გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფილი პოლიციელი ორ პირთან ერთად მას ფიზიკურად გაუსწორდა.

0

ავტორი: