სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულ მანდატურს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულ მანდატურს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა />


  18:32:16     26-01-2017

სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულ მანდატურს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

a61681.jpg

თერჯოლის N1 სკოლის მანდატურს, რომელიც 15 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა, კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან  ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

0

ავტორი: