12:45:56     26-01-2017
შოთა კედელაშვილი: "გია ცერცვაძე უკრაინაში ცდილობდა რუსული ოკუპაციის შეჩერებას"
კიევის სააპელაციო სასამართლოსთან სასამართლო პროცესის დაწყებას უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებიც ელოდებიან.
ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის მოადგილემ შოთა კედელაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ მათ უკვე შეიტანეს უკრაინის პროკურატურაში ოფიციალური დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ გია ცერცვაძე ნამდვილად იბრძოდა უკრაინის მხარეს და ცდილობდა რუსული ოკუპაციის შეჩერებას.
კედელაშვილი "რუსთავი 2"-თან აცხადებს, რომ დოკუმენტს ხელს ოფიციალური პირები აწერენ.
„პროკურატურაში გვქონდა უშუალო მოლაპარაკება, ვაწარმოებდით გენერალურ პროკურორთან, ხელმძღვანელ პირებთან. იყო სიტყვიერი დაპირება, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ წარვადგინეთ ოფიციალური დოკუმენტაცია, რითაც ვამტკიცებთ, რომ 2014-2015 წლებში, როდესაც ქართული ლეგიონი ჯერ კიდევ არაოფიციალური შენაერთი იყო უკრაინის არმიაში, მაშინ უკვე სპეციალურ ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას ბატონი გია,“ - განაცხადა შოთა კედელაშვილმა, რომელიც ერთ ერთი ყველაზე მწვავე განცხადების ავტორი იყო. მან უკრაინის პროკურატურის გზავნილის გაჟღერებამდე მან განაცხადა, რომ თუ არ გამოუშვებდნენ გია ცერცვაძე, დატოვებდა საბრძოლო პოზიციებს.
"ჩვენ არ ვიცით რა იქნება შემდეგი სამხედრო მოსამსახურის ბედი. მე არ ვიცი დღეს რა შეიძლება შემემთხვეს, არ ვიცი რა წარმოდგენა აქვს დღეს საქართველოში იმ ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს სამწუხაროდ, საქართველოს და რანაირ ინფორმაციას გადასცემენ სწორედ ჩემზე თუ ჩემს თანამებრძოლზე," - აღნიშნა კედელაშვილმა ტელეკომპანიასთან საუბარში.
0