11:14:51     25-01-2017
VOGUE: "საქართველოში მოგზაურობა მხოლოდ თბილისის არქიტექტურისთვისაც ღირს"
თბილისის არქიტექტურა მოდის ბიბლიად წოდებული ამერიკული VOGUE-ის ფოკუსში მოექცა. სტატიაში თბილისის შესახებ ნათქვამია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ნამდვილად სასურველ და "ცხელ" სამოგზაურო მიმართულებად იქცა.
"ამ ქალაქში ნახავთ უძველეს ტრადიციებს, გოგირდის აბანოებს, დააგემოვნებთ შუა საუკუნეების მეთოდით ქვევრში დაყენებულ ღვინოს. მაგრამ ამ ქალაქში მხოლოდ ძველი სამყარო არ არის. აქ უამრავ თანამედროვე შენობას ნახავთ, თბილისური მოდერნის ნაწილი კლუბი "ბასიანი", რომელიც დამშრალ საცურაო აუზშია გაკეთებული", - წერს ჟურნალისტი.
სტატიაში ხაზგასმულია ისიც, რომ თბილსის და ზოგადად საქართველოს არქიტექტურა კონტრასტული და მრავალფეროვანია. ჟურნალისტი საქართველოს მონახულების მსურველებს სხვადასხვა საინტერესო ადგილსაც ურჩევს.
0