11:17:20     12-04-2011
ჯეფ ბაკლის ბიოგრაფია ფილმად
ჯეიკ სკოტი ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორი ხდება, რომელიც განსვენებულ მუსიკოსს, ჯეფ ბაკლის ეძღვნება. ამის შესახებ “დედლაინი” წერს.
კინოსურათის სცენარს, რომელსაც ჯერ დასახელება არ აქვს, რაიან ჯაფე დაწერს, პროდიუსერი კი მერი გიბერი, ჯეფ ბაკლის დედა იქნება. ეს პროექტი, რამდენიმე წლის წინ, სწორედ მან მოიფიქრა.
რეჯისორი ჯეიკ სკოტი რედლი სკოტის ვაჟიშვილია. სკოტ უმცროსმა პოპულარობა ცნობილი ჯგუფების და შემსრულებლების, მათ შორის “იუთუს,” “რადიოჰედის,” ტორი ემოსის და სხვათა კლიპების გადაღებით მოიპოვა.
საკუთარი კარიერის მანძილზე, მუსიკოსმა ჯეფ ბაკლიმ მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ალბომის გამოშვება მოასწრო (1994 წელს). მუსიკოსი 1997 წელს, 30 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მისი მეორე ალბომი “Sketches for My Sweetheart the Drunk” გამოუშვეს. 0