23:32:07     18-01-2017
"5 მილიონს ვიხდით "აეროსმიტში". 2.5 მომეცით და დავასაქმებ ხალხს"
ქართველი სამრეწველო დიზაინერი, ზვიად ციკოლია "აეროსმიტის" კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის გამოყოფას ფეისბუქზე ეხმაურება.
"5 მილიონს ვიხდით აეროსმიტში. 2.5 მომეცით და წარმოებას გავაკეთებ და დავასაქმებ ხალხს.
ექსპორტზე გავიტან პროდუქციას და ჩინურ-თურქულ პროდუქციას ნელნელა ადგილობრივით ჩავანაცვლებ", - წერს ზვიად ციკოლია.
შეგახსენებთ, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, ბლექ სი არენაზე, 2017 წლის 20 მაისს, Aerosmith-ის კონცერტის გამართვა საქართველოს ბიუჯეტს 5 500 000 ლარი დაუჯდება.
0