10:25:57     12-04-2011
მსოფლიოს სამხედრო ხარჯები
მსოფლიოს სამხედრო ხარჯებმა, 2011 წლამდე, დაახლოებით 1,5 ტრლ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემები სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა.
ექსპერტების კვლევების შედეგად, სამხედრო ხარჯების ზრდის ყველაზე მცირე მაჩვენებელი, სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნების მონაცემებს, სამხედრო ხარჯების დაცემა შეინიშნება ევროპაში, ხოლო ზრდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების კვლევის ანალიტიკოსების ეს მონაცემები არაბულ ქვეყნებში დაწყებული არეულობების წინა პერიოდს ეყრდნობა. ამჟამინდელი მაჩვენებელი კი რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნდება.
ამავდროულად, ექსპერტებმა ტრადიციული სიაც გამოაქვეყნეს, რომელშიც დიდი სამხედრო ხარჯების მქონე 10 ლიდერი სახელმწიფო შევიდა. მათ შორის პირველ ადგილზეა აშშ, შემდეგ - ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი. 0